24, აპრილი 2019 17:13:00
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიებას მოითხოვს. მურმან დუმბაძე ოთხი წლის მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც მას ერთ-ერთი მოქალაქე 10 000 დოლარის დაბრუნებას სთხოვდა. ეჭვი აქვს, რომ შეგნებულად აშანტაჟებდნენ და პროკურორს ამის გამო დახმარება სთხოვა, რაზეც დღემდე რეაგირება არ მომხდარა. დუმბაძე თვლის, რომ პროვოკაცია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით განხორციელდა. ოპოზიციონერის ბრალდებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან არ გამოხმაურებიან.